ამირან ზენაიშვილი მოქმედ თავმჯდომარესა და კანდიდატ დავით ოქიტაშვილს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ამირან ზენაიშვილი მოქმედ თავმჯდომარესა და კანდიდატ დავით ოქიტაშვილს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის კანდიდატი ამირან ზენაიშვილი მოქმედ თავმჯდომარესა და კანდიდატ დავით ოქიტაშვილს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, არ შელახონ ორგანიზაციის იმიჯი.

ამის შესახებ ზენაიშვილმა, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის პროფესიული კავშირის თავმჯდომარეა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ოქიტაშვილი და პეტრიაშვილი არიან პროფკავშირების ლიდერები. მე ყველა შემთხვევაში მივესალმები ღია და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას. ბატონმა ოქიტაშვილმა მოგვმართა წერილით დარგს და გვთხოვა შეხვედრა, სადაც უნდა გვეთქვა იმ დელიგატების შესახებ, რომლებიც ჩვენს მიერ არიან არჩეულები. მე პირადად 5-ში მომმართა და 6-ში წერილობით ვუპასუხე – ვაცნობე ჩვენი დელეგატების შესახებ. ეს წერილი მათ ჩაბარებული აქვთ მყისიერად და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შევხვედროდით ჩვენს დელეგატებს და ჩართულიყვენენ ამ პროცესში“, – განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატმა ამირან ზენაიშვილმა.

კანდიდატმა აბსოლუტური მზაობა განაცხადა დელეგატებთან შეხვედრის ორგანიზების საკითხში.

„მე მივესალმები იმას, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები. შეურაცხმყოფელი რიტორიკით, შეურაცხმყოფელი პოზიციით მოიხსენიონ პროფკავშირი – ვგმობ. მე არც ერთი კანდიდატისგან არ მოვითმენ ამ ყველაფერს და არ დავტოვებ რეაგირების გარეშე. ჩემთვის პროფკავშირები არის დიდი ოჯახი, რომელშიც წლები მაქვს გატარებული და ვერ დავუშვებ იმიჯი შეელახოს. უნდა გაითვალისწინოს პროფკავშირის ასეთმა ლიდერებმა, რომ ზიანი არ უნდა მიაყენონ ორგანიზაციას. მე რომც ვერ გავიმარჯვო, ვრჩები დარგის თავმჯდომარედ. ამიტომ, იმიჯის აღდგენა იქნება ისევ ჩვენს კისერზე გადასატანი“, – განაცხადა ენერგეტიკის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.

საქართველოს პროფესიული გავშირების გაერთიანების თავმჯდომარის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნული პოზიციისთვის ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, ენერგეტიკის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი და კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი. ეს უკანასკნელი პეტრიაშვილს პროფკავშირების ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები