ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამასთანავე, როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებმა პირბადე ატარონ.

„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე-რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

imedinews.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები