ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8 დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8 დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8 დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

„საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი მიდის კარანტინში, რომელიც იყო 12 დღე და ახლა ეს ვადა ჩამოიწია 8 დღემდე, მერვე დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია მაშინ გამოდიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს მათ უნდა ჩაიტარონ ტესტი და თუ უარყოფითი იქნება მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სასურველია ადამიანს მეთორმეტე დღემდე ჰქონდეს ნაკლები კონტაქტები საზოგადოებასთან თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ტესტს (მერვე და მეთორმეტე დღეს) აფინანსებს სახელმწიფო და ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს.

დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე შემცირდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები