ამირან გამყრელიძემ განმარტა თუ როგორ უნდა დაიკრძალონ კორონავირუსით გარდაცვლილები.

ამირან გამყრელიძემ განმარტა თუ როგორ უნდა დაიკრძალონ კორონავირუსით გარდაცვლილები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განმარტა როგორ უნდა დაიკრძალონ კორონავირუსით გარდაცვლილები. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიერ გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ა,შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლი 25 მარტს შეიმუშავა.

საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები