ამირან გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ძირითადად ქვეყანაში

ამირან გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს ძირითადად ქვეყანაში

გიდასტურებთ, რომ კლასტერების რაოდენობა იზრდება. დღეს დილის მონაცემებით დამატებულია ლაგოდეხის კლასტერი, მაგრამ ყველა მართვადია და დიდი კლასტერები არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია.

„ამდენი კლასტერის ჩამოყალიბება იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია. 50-დან 70%-ის ფარგლებში, ისევე როგორც ევროპაში, ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელიც უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ასევე აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო საბჭო გამოყოფს კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ საპატრიარქოსთან, რომ „აღდგომის წინა დღეები რაც შეიძლება ორგანიზებულად ჩატარდეს“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები