ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 61 სამედიცინო პერსონალია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 61 ინფიცირებულიდან არის როგორც საშუალო, ასევე უმცროსი რგოლის მედპერსონალი.

„დღეს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ადამიანებს პირდაპირ უნდა მოვუწოდოთ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს კოვიდი, უნდა დავრჩეთ სახლში, გვქონდეს კონტაქტი ოჯახის ექიმთან ან 112- თან, თუ ისინი გვეტყვიან, რომ საჭიროა ტესტის გაკეთება, უნდა წახვიდეთ ტესტის გასაკეთებლად და პასუხის მოსვლამდე, სასრუველია იყოთ იზოლაციაში, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები