ამირან გამყრელიძე – ჯანდაცვის სექტორი დაძაბულობის ზედა ზღვარზე მუშაობს

ამირან გამყრელიძე – ჯანდაცვის სექტორი დაძაბულობის ზედა ზღვარზე მუშაობს

ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია ქვეყანაში და ძალიან მძიმე. ჯანდაცვის სექტორი დაძაბულობის ზედა ზღვარზე მუშაობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მასწავლებლებისა და იქ მომუშავეთა პერსონალის 80 %-ი აიცრება, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ სკოლებში დასწრებით სწავლებაზე.

„ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ერთი რომ მაქსიმალურად აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია და რეგულაცია, რაც დაწესებულია. ვაქცინა არის და გამტარუნარიანობაც არის ქვეყანაში ვაქცინაციის, რომ დღეში დაახლოებით 40 ათასი აცრა ვაკეთოთ, მაშინ უფრო სწრაფი ტემპით შევაკავებთ ინფექციას. საშუალოდ, თუ წელიწადნახევრის მონაცემებს ავიღებთ, ინციდენტობით, ანუ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 20-30-ეულში ვართ, სიკვდილიანობითაც სადღაც 30-40-ეულში ვართ, მაგრამ თუ ავიღებთ ბოლო ერთი და ორი კვირის მონაცემებს, როგორც მსოფლიო, ისე ევროპის პირველ სამეულში ვართ. რაც შეეხება სკოლებს, თუ მასწავლებლებისა და იქ მომუშავეთა პერსონალის 80 %-ი აიცრება, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ სკოლებში დასწრებით სწავლებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები