ამირან გამყრელიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირმა ტესტი ყოველ 48 საათში უნდა ჩაიტაროს, ერთჯერადად საკმარისი არ არის

ამირან გამყრელიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირმა ტესტი ყოველ 48 საათში უნდა ჩაიტაროს, ერთჯერადად საკმარისი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირმა ტესტი ყოველ 48 საათში უნდა ჩაიტაროს, ერთჯერადად საკმარისი არ არის.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი ყველაზე კარგია, გადავიდეს თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში გადასვლისა და მუშაობის კიდევ სხვა რეჟიმები არსებობს. იგივე ვთქვათ მეც, ისეთი პროფესია მაქვს და ისეთი თანამდებობა მიკავია, ხშირად შესაძლოა, ვიყო ინფიცირებულთან კონტაქტში, მაგრამ მუდმივად ეკიპირებული ვარ ადამიანთან კონტაქტის დროს. ეპიდემიოლოგების დიდი ნაწილი ხშირი ინტენსივობით გადის შესაბამის კვლევებს.

კონტაქტიდან მეორე დღეს შესაძლოა, ტესტის პასუხი უარყოფითი იყოს. ასეთი ბევრი შემთხვევა გვაქვს. 26 ლაბორატორია ფუნქციონირებს, ამ ლაბორატორიებში იტარებენ საკუთარ ხარჯზე ტესტებს. 48 -72 საათში ერთხელ უნდა იქნას ტესტირება ჩატარებული. მხოლოდ ერთი დატესტვით არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ მესამე-მეოთხე და მეხუთე დღეს ვირუსი არ გამოვლინდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები