ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები

ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, არჩევითად ანუ სელექტიურად, სკოლებში დაიწყება სწავლა იქ, სადაც გვექნება ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა. შესაბამისად, ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები