ამირან გამყრელიძე – ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს

ამირან გამყრელიძე – ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს

“დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ძალიან ბევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იქნა სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები, ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა – გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. ხდება ანალიზი საერთაშორისო გამოცდილებისა. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა ჩვენ მიმართ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორიც გვაქვს ქვეყანაში, ის იძლევა საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს.

მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, რადგან დღეს გლობალურად ხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს, გასაგებია, რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება ეს, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არ მშვიდდება.

ბოლო მონაცემებით, 908 ინფიცირებულია 26 თებერვლიდან საქართველოში, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ყველა ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოსახლეობა მოეშვას, პირბადეები არ ატაროს დახურულ სივრცეში, არ იყოს დიდი თავყრილობები რესტორნებში, კაფეებში, ბარებში და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი არის საფრთხე ინფექციის გავრცელებისა. შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ამიტომ ჩვენ, ჯერჯერობით, ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ, ის მართვადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ გავთამამდეთ. ამიტომ ისი დიდი პროცესი, პოლიტიკური, რომელიც ქვეყანაში მოდის, არჩევნების პროცესი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ყველაფერი უნდა დავიცვათ, რომ ერთი მხრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლება მისი ხმის მიცემასთან დაკავშირებით იყოს დაცული, მეორე მხრივ, დაცული იყოს ადამიანის მეორე მთავარი უფლება, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, რომ ამ პროცესში ხელი არ შევუწყოთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები