ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გაჩნდეს

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გაჩნდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, არ გამორიცხავს რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, კოვიდის სხვა შტამებიც გაჩნდეს.

„ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა ამ ეტაპზე, მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხედ სახელდება. ინდური შტამი ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ, ნომერ პირველი გამოწვევაა.

ინდური შტამი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. მხოლოდ ინდოეთში, 4 დღეში ამ შტამით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. იგი უკვე 6 ქვეყანაში დაფიქსირდა. მეცნიერები ახლა იკვლევენ, როგორ მუშაობს ვაქცინები კოვიდ 19-ის ახალ, სახეცვლილ ფორმებზე.

ამასთან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ ინდური შტამი არის აქამდე ცნობილი სამი შტამის – ბრიტანულის, სამხრეთ აფრიკულისა და ბრაზილიურის სამივეს სახეცვლილება.

„სამივე ცვლილება, რაც იმ შტამებში იყო, აქ ერთდროულად მოხდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს რეინფიცირების გაზრდა”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები