ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მსოფლიოში ძებნილი იმ პოლიტიკოსების ხუთეული შეადგინა, რომლებმაც მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურეს.

ხუთეულში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოხვდა.

სიაში ასევე შეყვანილია კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კრიტიკოსი, მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი და კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი.

ჟურნალმა თითოეული ძებნილი პირის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობაც გამოაქვეყნა.

ასე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილზე ჟურნალი წერს, რომ მან განათლება დასავლეთში მიიღო, რომ ის იყო „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი.

Time აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის გაფლანგვასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დასდეს. 2015 წელს კი პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას დასთანხმდა და ოდესის გუბერნატორი გახდა.

„2016 წელს სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტი დატოვა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. „უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს კრიმინალური დაჯგუფების დახმარებაში ადანაშაულებს, რომელსაც უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უდგას სათავეში“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა მსოფლიო მედიის ყურადღება ბოლოს მაშინ მიიპყრო, როდესაც ის კიევში სახლის სახურავზე ავიდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები