ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენს ინთან 12 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენს ინთან 12 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენს ინთან 12 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა. დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა.
„სამწუხაროდ, იმ ღია მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს ბოლო განცხადებაში იყო ნაჩვენები, მივიჩნევ, რომ ამ მომენტში დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.
წერილში ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ მთელმა მსოფლიომ და მათ შორის ჩრდილოეთ კორეამ, კეთლდღეობის და განვითარების პერსპექტივა დაკარგა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები