ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომლის მოცულობა 700 მილიარდი დოლარია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომლის მოცულობა 700 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ chicagotribune-ი წერს.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი, გენშტაბის მეთაური არმიის გენერალი ჯოზეფ დანფორდი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარე, ტეხასის წარმომადგენელი მეკ ტორნბერი.
კანონი პენტაგონისთვის მთლიანობაში 692,1 მილიარდი დოლარის ფონდს გამოყოფს, საიდანაც 62,4 მილიარდი დოლარი საბაზო ბიუჯეტია, 65,7 მილიარდი დოლარი კი შესაძლო საგარეო ოპერაციების ფონდს წარმოადგენს.
გარდა ამისა, დოკუმენტი რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად 4,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
გაზრდილი ბიუჯეტი პენტაგონს საშუალებას მისცემს, არმიის რიცხოვნობაც გაზარდოს. კერძოდ, კანონი სამხედრო პერსონალის ხელფასების 2,4%-ით, სამხედროების რაოდენობის დაახლოებით 20 ათასით გაზრდას ითვალისწინებს.
„ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებიც“, – აღნიშნა ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალზე.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინმა გუშინ, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეფასა
