ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სტიქიის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატები დატბორილია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ორი შტატის 600 ათასზე მეტი აბონენტი.

სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში. ჯორჯიის შტატის გუბერნატორის თქმით, ამ სიძლიერის ქარიშხალი შტატში 1898 წლის შემდე არ დაფიქსირებულა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები