ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას მოითხოვს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას მოითხოვს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლაში სამი მთავარი წესის დაცვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ვარაუდობს.

ნანა გეგეჭკორი საქართველოს მოსახლეობას ურჩევს სამი მთავარი წესი დაიცვას, რათა არ გავიმეოროთ სხვა ქვეყნების მძიმე მაგალითები.

„ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ჰიგიენის წესები, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ცხოვრების ჩვეული წესებით, თუ ამ სამ წესს გაითვალისწინებთ, თუ არა – მოხდება ის, რაც მოხდა დანარჩენ სამყაროში და უბრალოდ, მთავრობას მოუწევს ქვეყნის გაჩერება, რაც ეკონომიკურად წარმოუდგენელი ზიანი იქნება. დაიკარგება სამსახური, გაჩერდება ბიზნესი და თქვენვე დაზარალდებით. მაქსიმალურად დაეხმარეთ ერთმანეთს და დაეხმარეთ ხელისუფლებას იმაში, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მართოს დაავადება“, – განაცხადა ნანა გეგეჭკორმა მისივე Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 766, კოვიდ-სასტუმროში – 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები