“ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს”

“ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს”

„ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმებისა, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ ამნისტია კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება.

 ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. აი ეს არის ჩვენი სულისკვეთება. აქ არის საუბარი წამებაზე, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე – ის, რაც დაკავშირებულია კონვენციის მეორე-მესამე მუხლის შესაძლო დარღვევებთან. ამასთან მიმართ, თუ დადგინდა, რომ ვინმემ შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა (ამნისტია) არ შეეხება. კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა (ამნისტია) გავრცელდება ყველაზე, როგორც ეს წერია ტექსტში. ვერანაირად ვერ იქნება ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას სავარაუდოდ ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, პრივილიგირებული სხვა რომელიმე პირთან, თუნდაც პოლიციელთან მიმართებაში. ამიტომ, სტანდარტი და მიდგომა ყველასთვის ერთიანი იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არავის მისცემს მიღწეული შეთანხმების ჩაშლის უფლებას და დასძინა, რომ შეთანხმების ჩაშლის საფუძველი არ არსებობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები