“ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი”

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი”

„ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, შეუძლებელია მისი გაკეთება და წარმატებით დასრულება თუ არ გაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა.”– განაცხადა თბილისის მერმა განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, გავამკაცრეთ სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენ გვეფიქრა მომავალზე. ჩვენ ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და გვექნება პარლამენტიდან. მინდა თითოეულ პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“,– განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები