“ამ საქმის ფიგურანტები საქართველოში არ იყვნენ. ისინი ახლა დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჯერ კიდევ უკრაინაშია და გადმოცემა იგეგმება”

“ამ საქმის ფიგურანტები საქართველოში არ იყვნენ. ისინი ახლა დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჯერ კიდევ უკრაინაშია და გადმოცემა იგეგმება”

ოპოზიციის მდგომარეობა მესმის, ეს კადრები მათზე მძიმედ აისახება, რადგან ამ რეჟიმის შემქმნელები თავად იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პროკურატურის მიერ პატიმრის წამების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იგეგმება საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის უკრაინიდან საქართველოსთვის გადმოცემა.

ამ საქმის ფიგურანტები საქართველოში არ იყვნენ. ისინი ახლა დაიჭირეს, მათ შორის ერთ-ერთი ჯერ კიდევ უკრაინაშია და გადმოცემა იგეგმება. ოპოზიციის მდგომარეობა მესმის, ეს კადრები მათზე მძიმედ აისახება, რადგან ამ რეჟიმის შემქმნელები თავად იყვნენ. მთელმა ქვეყანამ კარგად ვიცით, მაშინ რა ხდებოდა ციხეებში. ეს ყველაფერი მორალური ჭორები რომ არ იყო, ამ კადრებითაც კი დადასტურდა. ადრე თუ გვიან, სამართალი აღსრულდება. კადრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა მძიმე რეჟიმთან გვქონდა საქმე წლების წინ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები