“ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო… გადამეკეტა და წავუთაქე” – ზაზა სარალიძე პირველად ჰყვება, რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის

“ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო… გადამეკეტა და წავუთაქე” – ზაზა სარალიძე პირველად ჰყვება, რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის

„ალიასთან” ინტერვიუში სარალიძემ გულახდილად ისაუბრა და პირველად მოჰყვა, თუ რამ გამოიწვია განხეთილება მასსა და ზვიად კუპრავას შორის, რომელიც პირველივე დღიდან გვერდით ედგა სარალიძეს.

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ზაზა სა­რა­ლი­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­თავ­სე­ბულ კა­რავ­ში მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­თან ერ­თად აღარ ათე­ნებს ღა­მე­ებს. მის ერთ-ერთ ბოლო ფე­ის­ბუქ-მი­მარ­თვა­ში შვილმკვდარ­მა მა­მამ და­წე­რა, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ, “თით­ქოს რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად იდგა რუს­თა­ველ­ზე და ათას­გვარ ჭო­რებს თხზავ­დნენ მის ოჯახ­ზე”.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც “ალი­ას” 29 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა:

“კუპ­რა­ვა ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცის ცო­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ად­რეც ვიც­ნობ­დი, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მერე კი არ გა­მიც­ნია?! სი­მარ­თლეს გე­ტყვი, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და, არ მი­მე­ცა კუპ­რა­ვას­თვის და სხვა “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის” გვერ­დით დგო­მის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­შინ მე არ ვფიქ­რობ­დი ამა­ზე და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ერ­თა­დერ­თი რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო სი­მარ­თლის პოვ­ნა.

გახ­სოვთ ალ­ბათ, კუპ­რა­ვა მიკრო­ფონს რომ მი­ვარ­და და იყ­ვი­რა – “მე და ზაზა ვრჩე­ბით მე­გობ­რე­ბად და არა თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბად”… მო­გიყ­ვე­ბით, რა უძღო­და მაგ სი­ტყვებს წინ:

ერთი-ერ­თზე ვის­ხე­დით მე და კუპ­რა­ვა კა­რავ­ში, ეს ის პე­რი­ო­დია, ბო­დი­ში და თავ­ზე რომ გა­დაი…ს გინ­და თუ არა მთავ­რო­ბა გა­დად­გე­სო… და­ვის­ვი, მო­მის­მი­ნე – სის­ტე­მის შეც­ვლას­რომ ვი­თხოვ, ვი­ნაა სის­ტე­მა, მთავ­რო­ბა არაა? სის­ტე­მა თუ შე­იც­ვლე­ბა, მთავ­რო­ბის შეც­ვლა არ გა­მო­დის? მთავ­რო­ბა გა­დად­გეს რომ იძა­ხი, ეგ ისე ჟღერს, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ას ვი­თხოვთ, ასე და­ი­გებს ხალ­ხი და ეგ არ მინ­და-მეთ­ქი. წა­მოხ­ტა – მე ამ საქ­მი­დან, თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბი ძმა­ოო!

გა­და­მე­კე­ტა მა­შინ, გა­და­მე­ფა­რა თვალ­ზე რა­ღაც, ერთი წა­ვუ­თა­ქე კი­დეც და მანდ დამ­თავ­რდა ჩემი კუპ­რა­ვას მი­მართ ნდო­ბა. მე­ტიც, ყვე­ლას მი­მართ დამ­თავ­რდა ნდო­ბა, ყვე­ლას ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი. მარ­თა­ლია, ვი­ცო­დი და ვგრძნობ­დი, რომ მი­ყე­ნებ­დნენ და ყვე­ლა რა­ღა­ცას ელო­და ჩემს გვერ­დში დგო­მის­გან – სუ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ღაც გინ­დო­დეს და ეს რა­ღაც, სის­ტე­მის შეც­ვლა იყოს ახ­ლით – სხვაა და თა­ნამ­დე­ბო­ბას რომ ელო­დე­ბი ჩემი მოკ­ლუ­ლი შვი­ლის სის­ხლით და რომ მა­ვალ­დე­ბუ­ლებ, ისე მო­ვიქ­ცე მეც, რომ შენ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა უეჭ­ვე­ლად მოგ­ცენ, მა­გას რა და­ვარ­ქვა აღარ ვიცი!

თუ გახ­სოვთ, კარ­ვე­ბის დად­გმის ნე­ბარ­თვა რომ მო­ვი­პო­ვეთ, რო­გორც იქნა, აი მა­გის მერე და­ი­ჭი­რეს კუპ­რა­ვა. კი არ და­ი­ჭი­რეს, უფრო სწო­რედ, ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო ეგეც, და­ა­ჭე­რი­ნა თავი.

ერთხელ რომ მკი­თხა, სუს-ი იქ­ნე­ბო­და მი­ტინგზე და ისი­ნი და­უ­შენ­დნენ კვი­რი­კაშ­ვილს ბოთ­ლებ­სო, არა­ფე­რი სუს-ი და კუდი იქ არ იყო, ჩემი თვა­ლით მა­ინც არ მქონ­დეს ნა­ნა­ხი, ჩემი ყუ­რით არ მქონ­დეს მოს­მე­ნი­ლი, რომ კვი­რი­კაშ­ვილს ბოთ­ლე­ბი კუპ­რა­ვას და­ვა­ლე­ბით ეს­რო­ლეს და არა – გა­ხა­რი­ას. ვინც არ უნდა მო­სუ­ლი­ყო, ვი­საც იც­ნობ­და და არ იც­ნობ­და, ყვე­ლა მოგ­ზავ­ნი­ლი იყო, ჩემს სის­ხლზე და ხორ­ცზე, ჩემს ნა­თე­სა­ვებ­ზე მი­თხრა, ჩემს ძმა­კა­ცებ­ზე და და­ქა­ლებ­ზე, ეგე­ნი მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი არი­ა­ნო. სულ რომ მტე­რი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლას მი­ვი­ღებ­დი, ვინც იტყო­და, რომ სა­რა­ლი­ძეს სა­მარ­თა­ლი ეკუთ­ვნის და უნდა მი­ი­ღო­სო. ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს უნ­დო­და მოს­ვლა, უნ­დო­და ესა­უბ­რა გირ­გვლი­ან­ზე, რო­ბა­ქი­ძე­ზე, სა­რა­ლი­ძე­ზე და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­ზე და არ მო­ვუშ­ვებ­თო, უთ­ქვამთ… ისეთ ხალ­ხს არ უშ­ვებ­დნენ ჩე­მამ­დე, ზოგი გა­ვი­გე, ზოგი გვი­ან გა­ვი­გე… სა­ერ­თო ჩათი გვქონ­და და იქ ერთხელ და­წე­რა, ეს აქ­ცი­ა­ზე არ მო­ვუშ­ვა­თო, ვი­ღა­ცა­ზე და გავ­გიჟ­დი, კი­დევ თა­ვი­სას რომ იმე­ო­რებ­და და სულ გა­ვა­უქ­მე ის ჩათი! – რად მინ­და დაც­ვა, ვის­გან მი­ცავ? ხალ­ხის­გან მი­ცავ? აბა თუ მომ­კლა­ვენ, ეგ მა­დარ­დებს? – სულ ამას ვე­უბ­ნე­ო­დი, მაგ­რამ…

…რომ იტყვი­ან, რა­ტომ და­დე­ქი ნა­ცებ­თა­ნო, ყვე­ლას ვინც ამას მე­უბ­ნე­ბო­და, ხომ ვპა­სუ­ხობ­დი, მა­შინ, მო­დით, თქვენ და­დე­ქით და მხო­ლოდ ის მო­ვი­თხო­ვოთ, რაც მე და მალ­ხაზს გვინ­და – სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­თქო! სად იყ­ვნენ მერე ეს ხალ­ხი? სად არი­ან? სი­მარ­თლე ისაა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და ერ­თმა­ნეთს ასულ­დგმუ­ლე­ბენ. სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა შე­თან­ხმე­ბუ­ლად და­ი­ჭი­რეს და გა­წი­რეს კუპ­რა­ვა, ზუს­ტად იმ გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რო­ბა და პრე­მი­ე­რო­ბა უნ­დო­და. ასე­ვე და­ი­ჭი­რეს ერ­თად სა­ა­კაშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა კირ­კი­ტა­ძეც, რო­მელ­მაც ისე იაქ­ტი­უ­რა, ისე­თი ლი­დე­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, ისეთ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და – შე­ე­შინ­დათ, ახა­ლი ძა­ლის გა­მო­ჩე­ნის. და­ი­ჭი­რეს და მი­ა­ტო­ვეს ცი­ხე­ში.

თუ გახ­სოვთ არ­ჩევ­ნე­ბის დროს ნიკა მე­ლია, შე­ფა­რუ­ლად, მაგ­რამ გა­აკ­რი­ტი­კა სა­ა­კაშ­ვი­ლი – გარ­და ამი­სა, ნიკა მე­ლი­ამ ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა უცებ და მის­გა­ნაც მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რი და­ი­ნა­ხეს და ამი­ტომ და­ი­ჭი­რეს. მარ­ტო ივა­ნიშ­ვი­ლი კი არ წყვეტს ამათ და­ჭე­რას, ერ­თად მოქ­მე­დე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი. არა­ვინ უნდა გა­მოჩ­ნდეს ას­პა­რეზ­ზე ამ ორის გარ­და – ეგრე უნ­დათ.

იცო­და გვა­რა­მი­ამ, რომ ამა­ზე და კი­დევ ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რებ­დი და ამი­ტომ არ და­მა­ცა­და სა­უ­ბა­რი. ასე დაწ­ვრი­ლე­ბით არა, მაგ­რამ ვა­პი­რებ­დი იმ ეთე­რით ამ ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას. გვა­რა­მია ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე, ცდი­ლობ­და ის მეთ­ქვა, რაც მას აწყობ­და.

ვერ გა­მო­მიყ­ვან­და მოთ­მი­ნე­ბი­დან გვა­რა­მია, რაც მე ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ვუ­ძე­ლი, გვა­რა­მია რას და­მაკ­ლებ­და, მაგ­რამ სა­ნამ მე სტუ­დი­ა­ში შე­ვი­დო­დი, თუ გახ­სოვთ პატ­რი­არ­ქი მო­იხ­სე­ნია ცუ­დათ და მა­გან გა­და­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ი­დან. არა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბას არ ვე­ხე­ბი. მე მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქი. პატ­რი­არ­ქი რომ არა, არ ვიცი რა მოგ­ვი­ვი­დო­და. ძა­ლი­ან ხში­რად ესიზ­მრე­ბა ნა­თი­ას. როცა პატ­რი­არ­ქი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბით, ორი­ვე დიდ ძა­ლას ვგრძობთ. ეს უფ­ლის­გან მო­მა­ვა­ლი ძა­ლაა. ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვი, ფაქ­ტე­ბით გვიმ­ტკი­ცებს უფა­ლი, რომ ჩვენს გვერ­დი­თაა. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას ჩემს სარ­წმუ­ნო­ე­ბას და ჩემს პატ­რი­არ­ქს აუ­გად შე­ე­ხოთ….”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები