ამ პროცესებში არ მინდოდა ჩარევა, მაგრამ გაუგებარია, ვის დასჭირდა ტყუილი-დავით დადუნაშვილი

ამ პროცესებში არ მინდოდა ჩარევა, მაგრამ გაუგებარია, ვის დასჭირდა ტყუილი-დავით დადუნაშვილი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამა აცხადებს, რომ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამომსვლელი ერთ-ერთი პირი ცრუობდა, როდესაც განაცხადა, რომ ის მისი გარდაცვლილი შვილის ნათლია იყო.

ამის შესახებ დავით დადუნაშვილმა ტელეკომპანია “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისთვის გაუგებარია თუ ვის დასჭირდა ამ ადამიანის მიყვანა აქციაზე, ან ვინ მოიფიქრა, თითქოს ის ლევან დადუნაშვილის ნათლია იყო. დავით დადუნაშვილის თქმით, მას, იმ პიროვნებასთან, ვინც საზოგადოებას მისი შვილის ნათლიად წარუდგინეს, მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს.

“მე იმ პიროვნებას ვიცნობ, მაგრამ მას ჩემი შვილი ბუნებაში არ უნახავს. ვინ მოიფიქრა, ან ვის მოადგა აზრად მისი მოძებნა, მოყვანა ან თავის ფეხით თუ მივიდა , სხვამ რატომ გამომიცხადა, რომ ლევანის ნათლიაა. ჩემთვის ვიჯექი სახლში და ამ პროცესებს ვუყურებდი, არ მინდოდა ჩარევა, მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადაბიჯებულია “,– განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები