დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება.
„დადებითობის მაჩვენებელი 32% – 31% გვქონდა და ბოლო ორი დღე გვაქვს – 28 %. ანუ დინამიკა ამ დადებითობისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენი სტაბილიზაციის ელემენტები ამ პერიოდში, ამ პიკში გამოჩნდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში გასულ 24 საათში ჩატარებულია 16 646 ტესტი – აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR-ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი კი ამ შემთხვევაში 10%-ია.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

მეტროსადგურ “ნაძალადევზე” მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს, – ამის შესახებ „კვირას“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა.

გერმანიის ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის მეღვინეობის სკოლის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

კახა კალაძე მიუნხენში, კომპანია MAN-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა ხდება.

11 აპრილს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
