“ამ ორივე ვაქცინას აქვს უნარი, დაიცვას ადამიანი ინდური შტამებისგან“

“ამ ორივე ვაქცინას აქვს უნარი, დაიცვას ადამიანი ინდური შტამებისგან“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა, რომელიც ამჟამად იქ გამოიყენება, ინდური შტამების წინააღმდეგ ეფექტურია.

მისივე თქმით, საუბარია „სინოფარმის“ ტიპის, ანუ ინექტივირებულ ვაქცინასა და ინდოეთში წარმოებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე.

ჯერ კონკრეტული კვლევები ვერ იქნება, რადგან ახალი შტამია, მაგრამ გუშინ გამოქვეყნდა ჩვენი ინდოელი კოლეგების ძალიან საყურადღებო ინფორმაცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამეცნიერო ინსტიტუტი ინდოეთში, რომლის ინფორმაციითაც, ინდოეთში გამოიყენება ორი ვაქცინა, ერთი არის „სინოფარმის“ ტიპის, ანუ ინექტივირებული ვაქცინა, მეორე კი არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც ინდოეთში იწარმოება, მას “კოვშილდი” ჰქვია, ამ ორივე ვაქცინას აქვს უნარი, დაიცვას ადამიანი ინდური შტამებისგან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები