“ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენ არ გავმხდარვართ დეზინფორმაციის მსხვერპლი”

“ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენ არ გავმხდარვართ დეზინფორმაციის მსხვერპლი”

დეზინფორმაცია რამდენად გვიშლის ხელს ეს რთული შესაფასებელია, ვინაიდან ესაა ყოველდღიური წნეხი და მოცდენილი დრო, როცა გამომდინარე ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ ამ დეზინფორმაციის შესახებ, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გააკეთა .

მისი თქმით, პროფესიონალები ყოველდღე კარგავენ დროს და ცდებიან სამუშაო ადგილიდან იმისთვის, რომ დეზინფორმაციაზე პასუხი გასცენ. „ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენ არ გავმხდარვართ მსხვერპლი ე.წ დეზინფორმაციის. ეს არის ნეგატიური პროცესი და გაცილებით უკეთესი იქნებოდა მინიმუმ პანდემიის პერიოდში, ჩვენ საშუალება მოგვცემოდა გაერთიანებისა და გვქონოდა ის გონიერება, რომ პანდემია არაა პოლიტიკური თამაშის კომპონენტი.

პირიქით საჭიროა ერთობა, ვინაიდან აქ ქვეყნის ბედი ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთ მხარეს, პანდემიასთან ბრძოლაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეგნება საქართველოში არ ჩამოყალიბდა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალი თაობისთვის იქნება ძალიან კარგი მაგალითი და ჩვენ შევძლებთ ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნას, როდესაც ქვეყანას დასჭირდება და გაერთიანება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები