“ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს”

“ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს”

“ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის საპატრიარქოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს. მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს. ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები