“ამ ადამიანებმა ევროპული სულისკვეთება აიგდეს აბუჩად”

“ამ ადამიანებმა ევროპული სულისკვეთება აიგდეს აბუჩად”

გამოითქვა მოსაზრებები, რომ თურმე ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ვინაიდან არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონი. გულწრფელად გეტყვით, მგონია რომ ამ ადამიანებმა ეს სიტყვა (შარლ მიშელის დოკუმენტი) აბუჩად აიგდეს და ევროპული სულისკვეთება აიგდეს აბუჩად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას პარლამენტში, პლენარულ სხომდაზე განაცხადა.

მე, როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ერთ კაცზე მორგებულ კანონებს არ ვიღებთ, ეს ასე, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები საუბრობენ, რომ ეს კანონი სპეციალურად შექმნილია ნიკამ მელიასთვის, მერე გამოდის სხვა ოპოზიციონერი კოლეგა და გვეუბნება მზრუნველობითი ტონით, რომ თურმე მათ ეს კანონი (ამნისტიის) არ აინტერესებთ და იბრძვიან იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ცნობილი მოვლენების ( 20 ივნისი) დროს დაზარალდნენ. მოდით, ჩამოვყალიბდეთ რაა, სად ხართ?! თუმცა ჩემთვის და საზოგადოებისთვის კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ თქვენ, მხოლოდ თქვენი კონკრეტული, პარტიული ინტერესი გადარდებთ.

აქ, გამოითქვა მოსაზრებები, რომ თურმე ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ვინაიდან არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონი. გულწრფელად გეტყვით, მგონია რომ ამ ადამიანებმა ეს სიტყვა აბუჩად აიგდეს და ევროპული სულისკვეთება აიგდეს აბუჩად, როდესაც ადამიანები პირდაპირ უარყოფენ იმას, რაც არის მართლაც შეთანხმების ნაწილი და სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენ წინ გავიხედოთ და ვიაროთ იმ რეფორმებით, რომელმა რეფორმებმაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირამდე უნდა მიიყვანოს, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები