თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ. გარკვეული საკითხები არის შესათანხმებელი“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მორიგ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, გუშინდელმა ფაქტმა „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა გააღრმავა.
„მოვედით მე და ლევანი ისევ, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ, შესაძლოა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება, ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნამდვილად, რადგან გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო.
ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას. რაც შეეხება, ვისი დამსახურებაა – მოლაპარაკების პროცესის, ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ცდილობდა, გადაეკეთებინა ჩემი ნათქვამი და ზოგიერთი მედია ცდილობდა, წარმოეჩინა ისე, რომ ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი, მოლაპარაკების პროცესის და არ მითქვამს, რომ პერსონალურად ჩემი. მე ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიეთ – არა, ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება და ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია, წინ წავიწიოთ და სხვა საკითხებზეც შევთანხმდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გვაქვს. ჩვენ არავის არაფერზე ვევაჭრებით, გვაქვს ნათქვამი, რომ პოლიტპატიმრების საკითხი იყო და არის ერთჯერადი საკითხი, ერთჯერადი ხო? გამოვუშვებთ, ისევე როგორც რიგგარეშეს საკითხი, რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველომ ვერ მოაგვარა 30 წელია და ახლა, ამ კაბინეტში არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას“-გიორგი კვირიკაშვილი
