ალეკო ელისაშვილი “ნაცმოძრაობას“: ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან. თქვენ კი არ გამოგიყვანიათ, ასე რომ უხერხულია

ალეკო ელისაშვილი “ნაცმოძრაობას“: ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან. თქვენ კი არ გამოგიყვანიათ, ასე რომ უხერხულია

რაც არ მომწონდა და არ მომწონს არის ის, რომ რახან ოპოზიციაში ხარ, უნდა გძულდეს ხელისუფლება და არაფერში უნდა დაეთანხმო, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ნიკა მელიას გამო იყო ჩაწერილი შეთანხმებაში.

„ნიკა მელიას გამო შევთანხმდით, ციხეში რომ იყო და სასჯელისგან რომ გათავისუფლებულიყო, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვსულიყავით, ამიტომ ჩავწერეთ ის ამნისტია. ჰოდა ახლა თქვენ რომ იძახით, არც ხელს ვაწერთო და საერთოდ რატომ იხილავთ ამას (კანონპროექტს) და საერთოდ ნუ შემახებთო (ამნისტიას), უხერხული არ არის ეს ამბავი? გადავდოთ ეს პოლიტიკა, ნიკა მელიას გამო კეთდება ეს ამბავი. ამაზე როგორ იძახით უარს, გამაგებინეთ! ამ შეთანხმებამ გამოიყვანა ნიკა მელია ციხიდან. თქვენ კი არ გამოგიყვანიათ, შეთანხმებამ გამოიყვანა. ასე რომ უხერხულია, ეს ოხერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები