თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატს კახა კალაძეს დებატებში იწვევს.
დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ აქამდე მსგავსი დებატებირამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა პირდაპირი ეთერი ამ დრომდე არ შემდგარა.
„ხშირად ჟურნალისტები მთხოვდნენ კალაძესთან მე მიმეღო დებატებში მონაწილეობა, თუმცა არც ერთხელ არ შედგა დებატები.
ახლა მივმართავ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჩემ კონკურენტს – კახა კალაძეს, ნებისმიერ დროს ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ მასთან დებატებზე. მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, რომ კანდიდატები მუშტიკრივზე კი არა ესაუბრებოდნენ, არამედ იმაზე, თუ რას უპირებს ქალაქს, როგორ უნდა უშველონ საცობებს, მოშხამულ ჰაერს და გამწვანებას” – განაცხადა ჟურნალისტებთან ელისაშვილმა.

კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

სოზარ სუბარი – არჩევნები არ ტარდება იმის გამო, რომ ვიღაცამ პოსტი დატოვა, პრემიერების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს

საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე ელჩებს მიმართავს