„ალდაგი“ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

„ალდაგი“ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“  საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 38%-იან წილს ფლობს.იგი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე.
გამომუშავებულმა პრემიამ 39.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე მონაცემთან შედარებით 22%-ით მეტია.

2017 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, „ალდაგის“ მიერ ანაზღაურებული თანხა 15.7 მილიონ ლარს შეადგენს.

„სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 27 წელია ქმნის ქართულ სადაზღვევო ისტორიას. კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. „ალდაგი“ ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლებზე და მათ ინოვაციურ პროდუქტებსა და პროექტებს სთავაზობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები