,,ახლადარჩეულმა მერმა და თბილისის ახალმა მთავრობამ, პირველივე წელს შეძლო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, ბიუჯეტის პროექტში იმ პროგრამული პრიორიტეტების ასახვისთვის, რომელსაც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ”-ბექა დავითულიანი

,,ახლადარჩეულმა მერმა და თბილისის ახალმა მთავრობამ, პირველივე წელს შეძლო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, ბიუჯეტის პროექტში იმ პროგრამული პრიორიტეტების ასახვისთვის, რომელსაც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ”-ბექა დავითულიანი

” საკრებულოში განსახილველად შემოვიდა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი. ახლადარჩეულმა მერმა და თბილისის ახალმა მთავრობამ, პირველივე წელს შეძლო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა, ბიუჯეტის პროექტში იმ პროგრამული პრიორიტეტების ასახვისთვის, რომელსაც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ,- ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია თბილისის ბიუჯეტის ზრდა. კერძოდ კი, თბილისისთვის დამატებით 60 მლნ ლარის მობილიზება მოხდება, რომლის ძირითადი ნაწილი 43 მლნ ლარი ძველი თბილისის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის  გუდიაშვილის მოედნის პროექტს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, ორბელიანის მოედანს, რომლის პრეზენტაციაც, სწორედ დღეს გაიმართება.

როგორც თბილისის საკრებულოში განაცხადეს, ასევე 2018 წელს მოხდება, კალაუბნის, კოტე აფხაზის და ფიროსმანი ქუჩების რეაბილიტაციის პროექტების მომზადება.

საერთო ჯამში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.

რაც შეეხება კონკრეტულად ავტობუსების პარკის განახლებას, დავითულიანის განმარტებით, მერია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 88 მლნ ლარამდეა გაზრდილია თანხები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ სახსრებით იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სრულყოფა და მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები.

დავითულიანის თქმით, წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, ბიუჯეტის პროექტში, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია, 2 ახალი მუნიციპალური პროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით, ეს არის – ღვიძლის ტრანსპლანტაციის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამები.

საკრებულოს წევრის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს კომისიებში განიხილება, საჭიროების შემხთვევაში შესაბამისი კორექტივები შევა და წარდგენილი დასკვნების საფუძველზე, საკრებულო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

“თუმცა, საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ნამდვილად ასახავს იმ პროგრამულ დაპირებებს, რომელიც ჩვენმა გუნდმა წინასაარჩევნოდ გასცა და უკვე იდგმევა ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი სიცოცხლით სავსე ქალაქის უკეთესი მომავლის საწინდარია,- აღნიშნა დავითულიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები