“ახლა მთელი ძალისხმევა უნდა გადაერთოს იქეთკენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი იყოს ბოლომდე ამოწურული”

“ახლა მთელი ძალისხმევა უნდა გადაერთოს იქეთკენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი იყოს ბოლომდე ამოწურული”

“ახლა მთელი ძალისხმევა უნდა გადაერთოს იქეთკენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი იყოს ბოლომდე ამოწურული”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დამატებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

“ახლა მთელი ძალისხმევა უნდა გადაერთოს იქეთკენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი იყოს ბოლომდე ამოწურული და სრულად დადგენილი ყველა პირი, მტკიცებულების დონეზე, რომ სადავო და კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს. ველოდებით არაერთი დასახელების ექსპერტიზას, მათ შორის, დამატებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას. როდესაც ეს ექსპერტიზები შემოვა, ამით უკვე, იურიდიული თვალსაზრისით, ყველაფერი ბოლომდე იქნება გამართული”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები