“ახლა მოიგონეს, თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ აღდგება, თუ რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად არ გაემგზავრება – ეს სასაცილოა”

“ახლა მოიგონეს, თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ აღდგება, თუ რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად არ გაემგზავრება – ეს სასაცილოა”

ახლა მოიგონეს, თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ აღდგება, თუ ის რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად არ გაემგზავრება – ეს სასაცილოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები, მიზნად ისახავენ ქვეყნის არევას და საბოტაჟს.

„მათ სრულიად უჭირთ იმ სამართლიანი რეალობის მიღება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შედეგად აქვს სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობენ. ახლა მოიგონეს, რომ თურმე მისი ჯანმრთელობა ვერ იქნება აღდგენილი სრულად, თუ იგი არ იქნება რომელიმე კუნძულზე დასასვენებლად გამგზავრებული. ეს არის უაღრესად კომიკური და სასაცილო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები