ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიალაში, ი.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ს. იმავე დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები