ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მათ აღმკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
როგორც შსს–ში აცხადებენ, პოლიციის თანამშრომელმა მეუღლე სცემა, რასაც არასრულწლოვანებიც ესწრებოდნენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ოჯახის წევრი ქალბატონი ცემეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები