ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კულტივაციის სამუშაოებს ახორციელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კულტივაციის სამუშაოებს ახორციელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა კულტივაციის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით,  ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 20 ჰექტარი მიწის ფართობი.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება ორფოლოს ტერიტორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით  7 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.

საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის  სერვისცენტრში 51  ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება  სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები