“ახალქალაქში არჩევნებს ეროვნებით ქართველი ვერ მოიგებს”

“ახალქალაქში არჩევნებს ეროვნებით ქართველი ვერ მოიგებს”

ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ არის სპეციფიკური რაიონები, სადაც არ შეიძლება ოპოზიციამ საერთო კანდიდატი დაასახელოს. ასეთ რაიონად ის ახალქალაქს ასახელებს.

მისი თქმით, ახალქალაქში ეროვნებით ქართველი მაჟორიტარი არჩევნებს ვერ მოიგებს.

„მაგალითად ახალქალაქი, სადაც 20 წლის განმავლობაში ერთი ენზელ მკოიანი მართავს, ის არის იქაური ფეოდალი. იქ ეროვნებით ქართველი მაჟორიტარი ვერ მოიგებს. ხომ ვიცით იქ სომხური მოსახლეობაა, ამიტომ უნდა დაუყენონ სომეხი მაჟორიტარი. მაგრამ იქ ისე ძლიერად აქვს ფესვები გადგმული ენზელ მკოიანს, რომ ერთი ვერ მოერევა იმას.

რამდემინე [კანდადტი] უნდა დადგეს 2-3 მაინც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან და ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ ენზელ მკოიანმა პირველი ტური ვერ მოიგოს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები