ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიღებულ ზომებს აქვეყნებს.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გაატარა რამდენიმე პრევენციული ღონისძიება ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით; მათ შორის ცესკომ გადადო მეათე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო; ასევე გააუქმა საერთაშორისო ვიზიტები და თემატური საჯარო ღონისძიებები (ტრენინგები, სხვადასხვა შეხვედრები და ა.შ).

ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე სამსახურში არ გამოცხადდებიან პირები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება, რაიმე სახის იმუნოდეფიციტი და ორსული ქალები.  გარდა ამისა, გაიცა რეკომენდაცია დანარჩენი თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ რეჟიმზე გადასვლა არ ეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, ცესკოს მდივანს, წევრებს და სხვა ხელმძღვანელ პირებს.  ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ამასთან, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ამ ეტაპზე არ შეაფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას”, – წერია ცესკოს განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები