ახალი ინიციატივა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას კიდევ ერთხელ ადასტურებს-სოფიო ქაცარავა

ახალი ინიციატივა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას კიდევ ერთხელ ადასტურებს-სოფიო ქაცარავა

ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომით დაიწყო, რომელზეც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის პროექტი „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ” წარადგინა. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსახილველი საკითხებიდან მისი ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა. ასამბლეის დელეგაციათა ხმათა უმრავლესობით – 29 მომხრე, 2 წინააღმდეგ – საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ახალ ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის უალტერნატივობას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მოთხოვნის პასუხად.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საჭიროებას და ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობის გამოძიებასა და საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას მოიცავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები