ახალი ბილბორდების გზავნილია, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია-ბესელია

ახალი ბილბორდების გზავნილია, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია-ბესელია

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე სხვა გუნდის წევრების გამოჩენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ ფორმით, ეს ადამიანები ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ გუნდი ერთიანია.
მისივე თქმით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურისთვის ახალი გზავნილია.
„ამომრჩევლისთვის ახალი ბილბორდების ახალი გზავნილი არის, რომ „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის საარჩევნო პროცესშიც ერთიანია. ეს არის ერთიანობის ხაზგასმა, რათა მოხდეს ყველა იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელიც პირველ ტურზე სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ან არ მოვიდა. შეიძლება ნაწილმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. შესაძლოა, გარკვეულწილად ჩვენი ამომრჩევლისთვის ამ ერთიანობის დემონსტრირებას სხვადასხვა ფორმით არ ჰქონდეს მნიშვნელობა.
პოლიტიკური მეთოდები, სარეკლამო მეთოდები, რომელიც გამოხატავს გზავნილსა და სათქმელს, გადმოტანილია ამ ბილბორდებზე. ბანერებზე არის პარტიის თავმჯდომარე, არის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ ის პირები, რომლებიც ჩვენს ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი და გუნდი არის ერთიანი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არსად არ გადამალულა და მისი ბანერებიც მრავლადაა სხვადასხვა ადგილას.
შეგახსენებთ, “ქართულ ოცნებაში” გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე პოლიტიკური გუნდის ლიდერები მეორე ტურის ახალი სტრატეგიაა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები