ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი მთავრობის გუშინდელ განკარგულებას დადებითად აფასებს და მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი მთავრობის გუშინდელ განკარგულებას დადებითად აფასებს და მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი მთავრობის გუშინდელ განკარგულებას დადებითად აფასებს და მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს.
როგორც „კვირას“ ირმა პავლიაშვილმა განუცხადა, მსგავსი ტიპის დოკუმენტი წინასაარჩევნო გარემოზე პრევენციულ გავლენას მოახდენს.
ამასთან, პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განკარგულება მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის პრაქტიკაში განხორციელება.
„მინდა ავღნიშნო რომ მსგავსი ტიპის განკარგულება, ნამდვილად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო გარემოზე პრევენციულ მოქმედებას მოახდენს. მთავრობის განკარგულება ემსახურება იმას, რომ, საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების ინფორმირება მოხდეს.
კერძოდ, თუ რა ტიპის აკრძალვებს მოიცავს საარჩევნო კოდექსი და ამ წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ როგორ უნდა იმოქმედონ მათ. კონკრეტულად, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომ აგიტაცია აკრძალულია სამუშაო საათებში იმ დროს როცა, ისინი სამსახურეობრივ ფუნქციებს ასრულებენ. ასევე, აკრძალულია ამომრჩეველთა მოსყიდვა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ეს განკარგულება დადებით გავლენას მოახდენს და პრევენციის მატარებელი იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია, შემდგომ უკვე თუ როგორ იმოქმნედებს პრაქტიკაში. კონკრეტულად, თუ გამოიკვეთება დარღვევის ფაქტები რამდენად ადეკვატური რეაგირება მოჰყვება შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ დარღვევის ფაქტებს“ – განუცხადა „კვირას“ ირმა პავლიაშვილმა.
ამასთან, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ საია აქტიურად დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.
განკარგულებაში მოცემულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილი რიგი შეზღუდვები:
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილია რიგი შეზღუდვები, მათ შორის:
ა) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს კომისიის წევრობის შემთხვევაში დროებით უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად ყოფნა;
დ) საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში;
ე) საჯარო მოსამსახურეს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გულისხმობს ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის, ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის, ქაღალდის, ბაინდერის, ტრანსპორტის, საწვავისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული სხვა ნებისმიერი ქონების გამოყენებას);
ვ) საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება:
ვ.ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;
ვ.ბ) სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვება და საარჩევნო აგიტაციის გაწევა;
ვ.გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას;
ზ) საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება:
ზ.ა) საარჩევნო სუბიექტის სახელით პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა ან გადაცემის დაპირება;
ზ.ბ) პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფოს კომპეტენციას განეკუთვნება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ჰ1“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეთხოვოთ საჯარო დაწესებულებებს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეზღუდვების თაობაზე მათთან დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ინფორმირება“, -ნათქვამია განკარგულებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები