ახალაია-არ ვიცი, რატომ დაიშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორი საქციელი იყო
არ ვიცი, რატომ დაიშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორი საქციელი იყო, მაგრამ რატომ დაიშალა, იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც დაშალა. მიზეზი მეათეხარისხოვანია მერწმუნეთ იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა [ბიძინა] ივანიშვილია. ის ამ გზით ყველაფერს აკეთებს და იმტკიცებს ძალაუფლებას. როცა საჭირო იყო, ერთი-ორი პატარა, უმნიშვნელო ადამიანის მარგინალიზაციას ახდენდა, როცა საჭირო იყო მთელი გუნდისას. ყოფს, ანაწილებს, ამას აკეთებს. ვინ რა მოტივით წავიდა, ჩემთვის მეათეხარისხოვანია. [წასულების მხრიდან] არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი საქციელია, ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმიტომ, რომ მთავარი საფრთხე, ივანიშვილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გასაძევებელია ქვეყნიდან და ამ დროს ერთმანეთზე გადაკიდება-გადმოკიდება და წივილ-კივილი სრულიად არასერიოზულია. რა მნიშვნელობა აქვს, რა მოტივი ამოძრავებს ნებისმიერ. თუ არაკეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებთ, მით უმეტეს, კიდევ უარესი
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძე-„რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ“

სააკაშვილისა და ადეიშვილის გადმონაშთი ჯგუფი ალბათ ზეწოლას ახორციელებდა მოსამართლეებზე და ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ – გოგიჩაიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებას განცხადებით ეხმაურება.

კობა მურადაშვილი – ჩვენ გვაქვს შანსი, დმანისი გახდეს რეგიონში ყველაზე კულტურული და სამეცნიერო ცენტრი
