ახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები.

ახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მერია წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები