აკაკი ზოიძე: ცდილობენ დააბრუნონ ფარული ჩანაწერების მოყვარულთა საზოგადოება, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა

აკაკი ზოიძე: ცდილობენ დააბრუნონ ფარული ჩანაწერების მოყვარულთა საზოგადოება, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა

“ცდილობენ დააბრუნონ ფარული ჩანაწერების მოყვარულთა საზოგადოება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა” – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატი განმარტავს, რომ ბინძური მეთოდებით ერთმანეთთან დაპირისპირებას ბოლო უნდა მოეღოს.
„ამაზრზენ, გამრუდებულ რეალობაში გვაცხოვრებენ და ცდილობენ, დააბრუნონ ფარული ჩანაწერების მოყვარულთა საზოგადოება, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთმანეთსაც პათოლოგიური ინტერესით უღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და ახლაც სურთ, ანალოგიურ დღის წესრიგში დააბრუნონ მოსახლეობა“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, მოქალაქეები ამით უკვე დაიღალნენ და მსგავსი სახით დაპირისპირებას ბოლო უნდა მოეღოს. თუმცა, თითოეული ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს.
„ვუსმენდი მოქალაქეების გამოკითხვას და ძალიან მენიშნა მათი რეაქციის, რომ დაიღალა ხალხი ამდენის მოსმენით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული ფაქტი არ უნდა იყოს გამოძიებული, ავთენტიკურობა დადგენილი, მაგრამ ამ დღის წესრიგით ცხოვრებას ალბათ არავინ აპირებს. მესმის, წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბინძური მეთოდებით ერთმანეთთან დაპირისპირებას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები