ფადი ასლის ვურჩევდი პოლიტიკური პარტია შექმნას. მისი განცხადებები გაცდენილია ბიზნესსაზოგადოების კომენტარების ფორმას, რომელიც უნდა იყოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ფადი ასლის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ფადი ასლის თქმით, ის „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.
აკაკი ზოიძემ განმარტა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, ხოლო „თიბისი ბანკი“ ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი.
„შესაბამისად, ხელისუფლებას ინტერესი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორივე პროექტის ხელშეწყობის. სხვა ინტერესი არ აქვს, რაც დაადასტურა თვითონ მამუკა ხაზარაძემ. ის, რომ ვიღაცას უნდა ხელში ჩაგდება, რუსეთის ინტერესებს ატარებს, ვიტყოდი, რომ არის წმინდა წყლის ტყუილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ პროცესმა პოლიტიკური დეესკალცია განიცადოს, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს იმისათვის, რომ არანაირი ჩრდილი ანაკლიის პროექტს არ მიადგეს, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების ანაბრებს, რომელიც მათ აქვთ „თიბისი ბანკში”, – აცხადებს ზოიძე.
მსგავსი სიახლეები

“აშშ-ში პრემიერის ვიზიტის მთავარი ამოცანაა ორმხრივ დღის წესრიგში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და გაფართოება”

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
