აკაკი ზოიძე: დავით გარეჯის თემა სერიოზულია – ყველა პოლიტიკოსს სიფრთხილის გამოჩენა მართებს სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრისას

აკაკი ზოიძე: დავით გარეჯის თემა სერიოზულია – ყველა პოლიტიკოსს სიფრთხილის გამოჩენა მართებს სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრისას

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა პოლიტიკოსს სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრისას სიფრთხილის გამოჩენა მართებს.
„დავით გარეჯის თემა ძალიან სერიოზულია და ყველა პოლიტიკოსს სიფრთხილის გამოჩენა მართებს ჩვენს მოძმე სახელმწიფოზე, სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრისას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ამ პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობს. აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად საკითხი მოზომილად და გონივრულად უნდა გადავჭრათ. ამ თემაზე ზედმეტი ვნებათაღელვა და დაძაბვა წყალს ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს. მგონი, ამას საქართველოს თითოეული მოქალაქე ხვდება“, – დასძინა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებული განცხადებების გამო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის დასმას ითხოვს. ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თებერვალსა და აპრილში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებები გააკეთა, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები