აკაკი ზოიძე-“ახალი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელს დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება”

აკაკი ზოიძე-“ახალი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელს დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება”

“ახალი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელს დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ამასთან, აკაკი ზოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ოპონონტების განცხადებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ სამინისტროების გაერთიანების შედეგად, რომელიც 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა, დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგა.

მისივე განმარტებით, ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს, ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არ მომხდარა.

„წინა ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციული დანახარჯების კუთხით 100 მილიონი დავზოგეთ. ახალი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელს დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება. ცვლილებების მთავარი ამოცანაა არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება, არამედ როგორ იმუშავებს. ცვლილებები მორგებულია ეფექტიან და მოქნილ მთავრობაზე, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს და მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქემდე სწრაფად მივიდეს და კორუფციისგან თავისუფალი იყოს. ხელისუფლება იმ თარგზე უნდა მოეწყოს, რასაც ეფექტიანი და მოქნილი მთავრობა ჰქვია, რომელიც დროულ და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კულტურისა და სპორტის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდნენ, ხოლო გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ამჟამად, მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება.

მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები