აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებმა წლიური ანგარიში წარადგინეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებმა წლიური ანგარიში წარადგინეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებმა წლიური ანგარიში წარადგინეს.
როგორც „კვირას“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით თითოეულმა სააღსრულებო ბიურომ 2018 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა.
მომავალი წლის გამოწვევების შესაბამისად გაიწერა აქტივობებიც. აღმასრულებლებმა ხაზი გაუსვეს მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებლის ყოველწლიურ ზრდას.
დაიგეგმა, რომ ანგარიშების წარდგენას პერმანენტული ხასიათი მიეცეს და წელიწადში ორჯერ გაიმართოს.
შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მოადგილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირებას რვა ტერიტორიული ბიუროს მეშვეობით ახორციელებს. ბიუროები საქართველოს მასშტაბით ისეა გადანაწილებული, რომ აღსრულება მოქალაქეებისთვის ნებისმიერ რაიონშია ხელმისაწვდომი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები განთავსებული არიან იუსტიციის სახლებში და საქმისწარმოების დაწყება თუ სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მომხმარებელს ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლია, მიუხედავად ტერიტორიული კუთვნილებისა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები