ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა

ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა

ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა. მათი თქმით, გამარჯვებულია დავით ასათიანი და სწორედ მას უჭერენ მხარს.

მათივე თქმით, მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა არ არის.

“ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტებმა შედეგები აღიარონ, ამბობენ გაყალბდაო, ფაქტობრივად, რთულია 500 ხმა გააყალბო, მაშინ 22 ორგანიზაცია აკვირდება. სურთ ასოციაცია გახლიჩონ,”- განაცხადა ზაზა პაპიძემ.

თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი, რომელიც მოცემული დროისთვის არჩევნებში ლიდერობს, მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას მეორე ტურს სთავაზობს.

არჩევნებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.

ადვოკატებმა imedinews-ს ვიდეო მიაწოდეს, რომელშიც ასოციაციის წევრების თქმით, უცნობ ქალს ჩანთაში შემოხაზული ბიულეტენები ედო.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები