„ადვოკატის პროფესია საპატიო და საპასუხისმგებლოა და მაღალ რისკს შეიცავს, რადგან ის სხვა ადამიანის ინტერესებს იცავს“-ეკა ბესელია

„ადვოკატის პროფესია საპატიო და საპასუხისმგებლოა და მაღალ რისკს შეიცავს, რადგან ის სხვა ადამიანის ინტერესებს იცავს“-ეკა ბესელია

„ადვოკატის პროფესია საპატიო და საპასუხისმგებლოა და მაღალ რისკს შეიცავს, რადგან ის სხვა ადამიანის ინტერესებს იცავს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ეკე ბესელიამ სესიაზე ადვოკატის პროფესიის შესახებ ევროპული კონვენციის შემუშავებისა და ადვოკატის პროფესიის დაცვის გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამის შესახებ „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„ადვოკატის პროფესია საპატიო და საპასუხისმგებლოა და მაღალ რისკს შეიცავს, რადგან ის სხვა ადამიანის ინტერესებს იცავს. თავად გახლდით 14 წლის განმავლობაში ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით და მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დაცვის მაღალი გარანტიები ამ პროფესიისთვის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასამბლეის წევრებს საქართველოს გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გარანტიებს იცავს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.
„საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი სტანდარტები გვქონდა ამ მიმართულებით ადრე და როგორი სტანდარტები გვაქვს ახლა. 2013 წლამდე ადვოკატებს ხშირად სამართლებრივი საფუძვლების გარეშე აპატიმრებდნენ. 2013 წლის შემდეგ ჩვენ გავათავისუფლეთ უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები. შევქმენით ახალი გარანტიები სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, ადვოკატების დაცვის გარანტიები სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში და მათი გარანტიები გავუთანაბრეთ მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების დაცვის გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ადვოკატთა პროფესიული გარანტიები. ამ ყველაფრით, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ადვოკატის პროფესიის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა.
ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მსგავსად, ადვოკატის პროფესიის დაცვის თანმიმდევრული და მყარი გარანტიები შექმნას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები